თვალი აფოკუსირებს ფორმას, მოცულობას და ფერს. ფერი ერთერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ჩვენს მიერ დანახული სამყაროსი. ნებისმიერი ფერი იწვევს ადამიანში უამრავ ასოციაციებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც მის ფსიქოლოგიურ ასევე ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. ჯერ კიდე ძველად შენიშნეს ეს ფენომენი მეცნიერებმა და წარმატებით იყენებდნენ ფერების თერაპიას პრაქტიკაზე. ფერი წარმოადგენს თერაპიის სახეს, იგი ახდენს გავლენას ჩვენს ყოველდღიურობაზე ხშირად ჩვენდაუნებურად. თქვენაც არაერთხელ შეგიმჩნევიათ რომ ზოგ ოთახში ადვილად და თავისუფლად სუნთქავთ და სხვაგან კი კედლები თითქოს და გბოჭავთ. ამიტომ ფერის არჩევისას თქვენი ინტერიერისთვის გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მონდომება. დადებითი თუ უარყოფითი გრძნობა რომელსაც იწვევს ესა თუ ის ფერი შეიძლება დროთა განმავლობაში შეგვეცვალოს. მიუხედავად ამისა ფერი რომელსაც თქვენ ანიჭებთ უპირატესობას ბევრ რამეს ამბობს ფსიქოლოგთა აზრით თქვენს ხასიათზე და ემოციურ განწყობაზე. ზოგი ფსიქოლოგი ასეთ დროს იყენებს ფერების ტესტს, რომელიც 1940-იანი წლების ბოლოს შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა მაქს ლიუშერმა შეადგინა. არსებობს ლიუშერის ტესტის მარტივი ვერსიაც, რომლის მოხმაება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფერების მნიშვნელობა

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფერის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი ხასიათი და ცხოვრებისეული ინტერესები. და რა კი გემოვნებაზე არ დაობენ, ღირს ფსიქოლოგების აზრის გათვალისწინება. ასოციაციები, რომელსაც იწვევს ფერი განსხვავდება სხვა და სხვა ასაკის ხალხში ეთნიკური კულტურის მიხედვით. მაგრამ საერთო ჯამში ფერი ინტერნაციონალურ გავლენას ახდენს.

ბოლო დროს მოდაშია ფერების გამოყენება ფენ-შუის მიხედვით. და მიუხედავად იმისა რომ ევროპელების და აზიელების ასოციაციური რგოლები განსხვავდება ერთმანეტისაგან, არ იქნებოდა ურიგო გაცნობოდით უფრო ვრცლად ფერებს ფენ-შუის მიხედვით.

ლურჯი და ცისფერი ასოცირდება სიწყნარესთან, სიმშვიდესთან და სიგრილესთან. ეს სიღრმის ფერია, შორეული ცის.

წითელი ვნების ფერია, სიმძაფრის და აზარტის.

ყვითელი ფერი ნიშნავს სიხარულს, მზეს, სიმდიდრეს და განთავისუფლებას.

მწვანე ფერი შედგება ლურჯი და ყვითელი ფერებისაგან. სტატიკური ხასიათის, პოტენციური ენერგიის, სიმშვიდის ფერია. რაც მეტია შიგ ლურჯი, მეტი უფრო ცივია ფერი. ყვითელის ჭარბობა კი მატებს მას სითბოს და აქტიურობას, ნორჩი მცენარის და ზრდის ფერს.

ფერი ინტერიერში.

ახლა უკვე იმ ცოდნაზე დაყრდნობით რაც გაგვაჩნია ფერების შესახებ, შეგვიძლია შევუდგეთ ფერების გადანაწილებას ინტერიერში. უნდა გვახსოვდეს რომ ფერებში გამოიყოფა ორი ტონი:

თბილი (ეს არის წითელი,ყვითელი და მსგავსი ტონებისაგან შემდგარი ფერები)

და ცივი, რომელსაც მიეკუთვნება მწვანე და ლურჯისაგან შემდგარი ყველა ფერის ტონები.

მზიანი და თბილი ოთახებისათვის, რომლის ფანჯრები სამხრეთით იყურება, უმჯობესია გამოვიყენოთ გრილი ფერები, რაც მიანიჭებბს ოთახს სიახლის და სიგრილის შეგრძნებას. სამხრეტისკენ მდებარე ოთახები სასურველია შეიღებოს თბილი და ნათელი ფერებით. აგრეთვე ცივ და პასტელურ ფერებს გირჩევთ აღმოსავლეთით მდებარე ოთახებისათვის და თბილი ფერები დასავლეთით მდებარე ოთახებისათვის.

თბილი ტონის ფერებს ახასიათებს ერთი საინტერესო ეფექტი: ისინი ვიზუალურად აპატარავებენ სივრცეს და ცივი ფერი, პირიქით, ადიდებს ოთახის მოცულობას. თანაც გაითვალისწინეთ, სასურველია რომ კედლები იატაკზე ნათელი იყოს და ჭერზე მუქი.

საბავშო ოთახისთვის ავირჩიოთ მშვიდი ფერები. თანაც თუ ბავშვი პატარაა, უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ ცისფერს, მწვანეს ან ღია იასამისფერს. მოვერიდოთ ყავისფერს და სხვა მუქი მიწისფერი ტონებს. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით საბავშო ოთახის აკვრა შპალიერით სადაც მეორდება ნახატები არ არის მიზანშეწონილი, რადგან ხელს უწყობს გონების გაფანტვას და უშლის ყურადღების კონცენტრირებას.

ფერის მეშვეობით შეგვიძლია ბავშვის ყურადღების კორექტირება. ასე, მაგალითად საწერი მაგიდა ყვითელ კედელთან დაეხმარება მოსწავლეს უკეთ სწავლაში, რადგან მიცემს სტიმულს ცნობიერ ინტერესს და შემოქმედებით აზროვნებას. ინტერიერის წითელი დეტალები დადებითად იმოქმედებენ მის აქტიურობაზე, მაგრამ ხელს შეუშლიან დაძინებისას.

საძინებლისთვის გირჩევთ მშვიდი ცისფერი ან სალათისფერს. მაგრამ თუ ჯანით სავსე ახალგაზრდები ხართ და საძინებელი თქვენთვის არა დასასვენებელი არამეტ თავგადასავლების ადგილია, დაუშვათ ღრმა მგზნებარე წითელი ფერი. შესაბამისი ინტიმური განათებით ის გაგიწევთ კარგ სამსახურს.

სხვათა შორის წითელი ფერი დასაშვებია სამზარეულოსთვისაც,განსაკუთრებით პატარებისთვის. ის ასტიმულირებს მადას და აქტიურობას.

ჰარმონიის მიღწევა

მოსაწყენი და ერთფეროვნული რომ არ გამოვიდეს ინტერიერი, გახსოვდეთ რომ შეიძლება ფერების ერთმანეთთან კომბინირება. ოღონდ საჭიროა ზომა და წონა ყველაფერში. ზედმეტი სიჭრელე გადამღლელია ისევე როგორც ზედმეტად სისადავე. ამ ამოცანის დაძლევაში დაგვეხმარება სწორად შერჩეული დეკორაციის დეტალები და ფერების შეხამების მარტივი წესები.