თქვენი ბინა ან სახლი იმ შემთხვევაში იქნება ჰარმონიული და განუმეორებელი თუ მას მიეცემა თავისი სახე. ზუსტად ეს სახე არის ის, რასაც ჩვენ სტილს ვეძახით. არსებითად, ეს არის მხატვრული სურათი. როდესაც ვამუშავებთ ინტერიერის დიზაინს ამა თუ იმ სტილში, ჩვენ ვქმნით გარკვეულ გარემოს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია რომელიმე ადგილთან, დროსთან თუ ეპოქასთან და ა.შ. ამისთვის ვცდილობთ გამოვიყენოთ ინტერიერში დეკორის ისეთი დეტალები და ატრიბუტები, რათა გამოვიწვიოთ გარკვეული ასოციაციები.

თვითონ სტილი არის დროის მიერ გამოცდილი ჰარმონია, და ის ყველაფერი რაც მასშია: ფერები, დეტალები, კომპოზიცია, ფორმა - ერთ თემას შეესაბამებიან და ერთმანეთს აძლიერებენ. და რა კი სტილი მხატვრული ნახატია, არ არის სავალდებულო საფუძვლად მხოლოდ რეალობა დაუდოთ, გამოვიყენოთ ფანტაზია და წარმოსახვა. სტილი სტაბილურია, ის ყალიბდებოდა საუკუნეები, ყველა ელემენტები დროით გამოცდილია, ამიტომ წარმატების მისაღწევად არ არის სავალდებულო გამოვიყენოთ ყველა მისი ატრიბუტები, საკმარისია მხოლოდ ძირითადი ელემენტები. და მერე იმპროვიზირება, რა თქმა უნდა, აქაც გარკვეული ჩარჩო არსებობს.

ინტერიერის დიზაინში ძალიან ბევრი სტილი არსებობს, ამიტომ ყოველი თქვენგანი იპოვის საკუთარს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი მათგანის ერთმანეთთან კომბინირება შეიძლება. სტილის ამორჩევისას იხელმძღვანელეთ თქვენივე გრძნობებით, რაც უფრო მოგწონთ და რისკენ მიილტვის სული. თქვენ უნდა იცხოვროთ მაგ სახლში!

დაიბადა კითხვა: რამდენი ელემენტი თუ დეტალი შევცვალოთ, რომ მივაღწიოთ გარკვეულ სტილს ? ამისათვის მაქსიმალური რაოდენობა განუსაზღვრელია და მინიმალური კი სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. რეალურად რომ შევქმნათ ახალი ინტერიერის გარემო, საჭიროა გამოვაჩინოთ ინტერიერში სამი დიდი აქსესუარი და აუცილებლად უნდა იყვნენ განლაგებულნი სამივე სივრცეში. მაგალითად,სავსებით საკმარისია ახალი გამანათებელი ნათურა ან ჭაღი, ჟურნალის მაგიდა და კედლის პანო (რა თქმა უნდა, ერთი სტილის გათვალისწინებით), ამგვარად შეიქმნა 3D-ს პრინციპი. რა თქმა უნდა შეგვიძლია დავამატოთ ლარნაკები, სუვენირები, სტატუეტკები და სხვა, მაგრამ თავისით ასეთი პატარა აქსესუარები სტილს ვერ შექმნიან. და იმ სამი ძირითადი ელემენტის არჩევანი თქვენზე იყოს.