დიდი მნიშვნელობა აქვს ძველ საფარს, საღებავი იქნება თუ სხვა. მისი დამუშავებიდან იწყება მომავალი სამღებრო სამუშაოს (ან შპალიერის აკვრის)ხარისხის და ხანგძლივობის ათვლის წერტილი. ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ არსებობს, მხოლოდ გამოცდილ და მცოდნე სპეციალისტს შეუძლია კონკრეტული ზომის მიღება კონკრეტული სიტუაციისთვის. ვინაიდან სხვა და სხვა მიდგომა უნდა 1.ძველ და ფხვიერ შტუკატურკას, 2.შედარებით ახალ შტუკატურკას, 3.პატარა ბზარებიან კედელს, 4.დიდ ბზარებიან კედელს, 5.სოკოთი დაავადებულ კედელს, 6.აქერცლილი საღებავიან კედელს, 7.შპალიერიან კედელს, 8.თაბაშირ-მუყაოს და კიდე ბევრი.

თავად საღებავების გამოყენებასაც ცოდნა სჭირდება გამოცდილებასთან ერთად. საღებავები არსებობს სხვა და სხვა ბაზაზე დამზადებული: აკრილატის, სილიკონის ფისის, ცარცის, დისპერსიულ-სილიკატურის და ა.შ. და ყველას აქვს თავისი დანიშნულება, ისევე როგორც გრუნტებს. დამუშავებულ ნიადაგზე მიდის შპაკლი, ფენების რაოდენობას კედლის მდგომარეობა განსაზღვრავს.თითეული ფენა კარგად უნდა იქნას გამოშრობილი დამუშავებული და დაგრუნტული. ამ დროს სიჩქარე არ გამოგვადგება.

ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია საქმე დავაგვირგვინოთ საღებავით, დეკორატიული შპაკლით თუ შპალიერით. რა თქმა უნდა, ფერებში დიზაინერთან შეთანხმებით.