ეს რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომლის შესრულების ხარისხისგან დამოკიდებულია მომავალი კონსტრუქციის სიმყარე და ხანგძლივობა. ამიტომ აუცილებელია სათანადო კვალიფიკაცია. ჩვენთან ქვეყანაში ბევრი ხელოსანი არასათანადოდ ეკიდება საბეტონო ტექნოლოგიებს. მეტიც,არც კი იციან და სჯერდებიან იმ ცოდნას რაც ზეპირად გადმოსცეს წინაპყრებმა. ამ დროს კი ტექნიკური პროგრესი შეუჩერებადია. იცვლება როგორც ტექნიკური მასალები, ასევე საქმის მიმართ მიდგომა და ხერხები. ყველაფერთან ერტად გასათვალისწინებელია ის დატვირთვა, რისთვისაც მზადდება კონსტრუქცია. რადგან ზოგ შემთხვევაში ხმარობენ არმატურის რკინებს ზოგჯერ არა. დიდ როლს თამაშობს ბეტონის დანიშნულება, რისი მიხედვითაც საჭიროა ქვიშის თუ ხრეშის ფრაქციების მიხედვით ხმარება.

რემონტის დროს, განსაკუთრებით როდესაც ძველ შენობას ვანახლებთ, ვითარება ხშირად ითხოვს სხვა და სხვა გვარის გასამაგრებელი ბეტონის კონსტრუქციის დამატებას.რა თქმა უნდა შიგ ვატანიებთ არმატურას ან სხვა სახის რკინას. ამ დროს ძაან მნიშვნელოვანია რომ არმატურის რკინები იყოს დაუჟანგავი. და სხვა რკინები საჭიროა დამიშავდეს ანტიკოროზიული საღებავით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღევანდელ ბაზარზე ბევრი საეჭვო ხარისხის მასალა არის შემოტანილი სხვა და სხვა ქვეყნებიდან. რადგან ჟანგი და ცემენტის ხსნარი ერთმანეთს მტრები არიან ეს ფაქტი აუცილებლად დაეტყობა თქვენს კონსტრუქციას ახლო მომავალში ან, მაგალითად, მუდმივად მოგიწევთ ბზარების შეკეთება.


gochabest 06.05.2016 14:11


ბეტონში სულ და ყველგან გარევა მაგ ხსნარების არ არის მიზანშეწონილი))


georgian 03.05.2016 16:40


atasi xarisxiani sashualebebi aris betonshi gasarevad. ajobebs gauriot.