საიტი specialist.ge გთავაზობთ  სრულიად ახალ სერვისს. ის  რადიკალურად განსხვავდება ოსტატების ან კომპანიების მოძიების დღემდე ჩვეული მეთოდებისაგან. ჩვენი საიტის დახმარებით ყურადღების ცენტრში ექცევა არა ხელოსანი და მისი განაცხადი, როგორც მიღებულია ქართულ ინტერნეტ სივრცეში, არამედ დამკვეთი და მისი შეკვეთა. საიტის ფუნქციონალი არის გათვლილი კონკრეტულ შეკვეთებზე, რომლის განთავსება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს მარტივი კომბინაციით: "სახლის აშენება...", "შპალერის გაკვრა...", "ავეჯის რესტავრაცია...", "ფანჯრის მინის გამოცვლა".

    დამკვეთი აქვეყნებს თავის განცხადებას. ოსტატები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს ამ შეკვეთისთვის, სთავაზობენ საკუთარ ფასებს, ვადებს და სხვა პირობებს უშუალოდ კონკრეტული პროექტის გათვალისწინებით და არა ზოგადი საბაზრო ფასებიდან და შაბლონებიდან გამომდინარე. კონკურენტუნარიანი ხდება არა მხოლოდ მსხვილი შეკვეთები, არამედ პატარებიც. თანაც დამკვეთთან გარიგების პროცესში კერძო ხელოსნები თანაბარ პირობებში არიან სამშენებლო კომპანიებთან ერთად.

    დამკვეთი შემოთავაზებული წინადადებებიდან ირჩევს საუკეთესოს და სწავლობს პრეტენდენტს (რეიტინგი, ნამუშევრების ფოტო, მომდევნო დამკვეთების შეფასებები). ის თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემსრულბელს, უთანხმდება, ურთიერთობს მასთან პირისპირ. ასეთი მეთოდი ხელს უწყობს გამოცდილი ხელოსნების ოპერატიულად მოძიებაში. დროსთან ერთად დაზოგავთ ფულის 20-40%-ს.

განცხადების დამატების ვიდეო ინსტრუქცია
სერვისით სარგებლობის მოკლე ვიდეო ინსტრუქცია

 

     სურვილის შემთხვევაში საიტზე ფუნქციონირებს გადახდის სისტემა "სეიფი". გარიგებამდე ხელოსანთან ათანხმებთ შეკვეთის ფასებს, ვადებს და სხვა პირობებს, რომელიც ავტომატურად ფიქსირდება საიტზე. დიდი პროექტის შემთხვევაში ყოფთ ეტაპებად და ფულს იხდით ეტაპობრივად. გარიგების მერე თანხა ირიცხება საიტის ანგარიშზე და იქ დევს სანამ დამკვეთი უპრეტენზიოდ ჩაიბარებს შეკვეთას. შემდეგ სათანადო ფუნქციის გამოყენებით დამკვეთი ათავისუფლებს თანხას ადრესატისთვის და საიტის ადმინისტრაცია ურიცხავს მას შემსრულებელს.

დამკვეთსა და ხელოსანს შორის გარიგების ვიდეო ინსტრუქცია